"იუვენტუსმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა

26-05-2018, 17:08

გავლენიანი "SkySports"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ტურინის "იუვენტუსმა" ზაფხულის პირველი უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი განახორციელა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი მათეო დარმიანი შეიძინა.

წყაროს ცნობით, "ბებერი ქალბატონის" მესვეურებმა დარმიანში 13 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის დეტალები, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით 28 წლის იტალიელი "იუვენტუსთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ  მათეომ "წითელი ეშმაკების" მაისურით მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა და ამ მატჩებში 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


  • messi10
  • 26 მაისი 2018 17:09
me megona pogba daibrunes

კი მარა პოგბა ჩამშლელი ნახევარმცველია და ეს მარჯვენა მცველად დგება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით