"ლივერპულის" ლეგენდა: "რეალს" ძალიან გაუმართლა"

26-05-2018, 19:42

მერსისაიდული "ლივერპულის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გრეგ სუნესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე საინტერესო კომენტარი გაკეთა.

"რეალს ფინალში გასასვლელად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია." "ვფიქრობ, მადრიდელებს უბრალოდ გაუმართლათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპამდე მივიდნენ."

"ლივერპულს ფინალის მოგების ბრწყინვალე შანსი აქვს. მთავარია გუნდმა თავიდანვე შეუტიოს და შედეგიც იქნება." - აცხადებს სუნესი.

ფინალი 26 მაისს თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით