რონალდუს კომენტარი ფინალური მატჩის შემდეგ

27-05-2018, 01:01

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას "რეალი" და "ლივერპული" იღებდნენ, ესპანელთა ლიდერმა კომენტარი გააკეთა. რონალდუს თქმით, ეს შეხვედრა ისტორიული იყო.

"ვიცოდით, რომ ადვილი შეხვედრა არ იქნებოდა. ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა და პირველ ტაიმში აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი მოსაგებად იყვნენ ჩამოსულები. ფინალი ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ. ზედიზედ სამჯერ მოვიგეთ ლიგა და ისტორია დაწერილია“, - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს. კარიუსის ცუდ თამაშს ბენზემას გოლი და ბეილის დუბლი მოჰყვა. პრესტიჟის გოლი მანეს ანგარიშზეა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით