"რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

27-05-2018, 00:40

ჩემპიონთა ლიგის ფინალი დასრულდა. კიევში გამართული გასაოცარი სანახაობა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მატჩამდე დასახელებული ფავორიტის, მადრიდის "რეალის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრაში გარდამტეხი როლი სალაჰის ტრავმამ ითამაშა. როგორც იცით, შეხვედრის 28-ე წუთზე რამოსისა და ეგვიპტელის ორთაბრძოლის დროს მომ თავი ვეღარ შეიმაგრა და საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო. ამ მიზეზის გამო სალაჰი შესაცვლელი გახდა, სწორედ ამის შემდეგ "ლივერპული" დაცვაში ჩაჯდა და თამაშის კონტრ შეტევებზე აგებას შეეცადა. საბოლოოდ კლოპის ამ ტაქტიკამ არ გაამართლა.

51-ე წუთზე მერსესაიდელთა კიპერმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და მადრიდელთა ფრანგ შემტევს, კარიმ ბენზემას გოლი აჩუქა.

გაშვებული გოლის შემდეგ "წითლები" გააქტიურდნენ და მთელი გუნდით მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ. საბოლოოდ ამ მცდელობამ გაამართლა და კეილორ ნავასის კარში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სადიო მანემ შეაგდო.

მანეს გოლის შემდეგ ცვლილებაზე შემოსულმა გარეტ ბეილმა აკრობატულ ნახტომში საოცარი გოლის გატანა შეძლო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

83-ე წუთზე ლორის კარიუსმა კიდევ ერთხელ "იყოჩაღა" და "სამეფო კლუბის" უელსელ შემტევს კიდევ ერთი ბურთი აჩუქა.

ასე და ამგვარად, მადრიდის "რეალი" კიევში საჩემპიონო კვარცხლბეგზე ავიდა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საფეხბურთო სამყაროს თავის სიძლიერე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მადრიდული გრანდი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ სამჯერ მოახერხა.



  • messi10
  • 27 მაისი 2018 01:02
megona ro lvieri moigebda

HALA MADRID 3 MOVIGET CHEMPIONTA LIGA blush kissing_heart blush

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით