ზიდანი: "ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დაუჯერებელია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ზიდანი: "ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დაუჯერებელია"

27-05-2018, 01:17

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის რაც „სამეფო კლუბში“ ხდება შთამბეჭდავია და დაუჯერებელი. 

"ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ უბრალოდ დაუჯერებელი და შთამბეჭდავია. ნამდვილად არ მყოფნის სიტყვები ამ ემოციის გამოსახატავად. ბიჭებს ვუთხრა, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ბოლომდე გააცნობიერონ რასთან აქვთ საქმე. ეს წლები არასოდეს დაბრუნდება“, - განაცხადა ზიდანმა. 

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარა და 3:1 დაამარცხა მეტოქე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით