• 10-06-2023
    კიმიხი მოქმედებაზე გადადის - შანსი "ბარსელონას"
    კიმიხი მოქმედებაზე გადადის - შანსი "ბარსელონას"
    ავტორი
    Aa

    იოზუა კიმიხი მიუნხენის "ბაიერნს" წნეხში მოაქცევს, რათა მას "ბარსელონაში" წასვლის უფლება მისცენ, - იტყობინება Mundo Deportivo.

    ჟურნალისტები ფერან მარტინესი და ფერნანდო პოლო ირწმუნებიან, რომ გერმანელი ნახევარმცველი იმის გაკეთებას აპირებს, რაც შარშან რობერტ ლევანდოვსკიმ გააკეთა.

    ჩავიმ "ბარსას" ხელმძღვანელობას მკაფიოდ უთხრა, რომ გუნდში კიმიხის ხილვა უნდა. 43 წლის სპეციალისტი კლუბის უფროსობისგან მაქსიმუმის გაკეთებას ელოდება.

    "ლურჯ-ბროწეულისფერთ" კარგად ესმით ოპერაციის სირთულე, თუმცა ისინი ჩავის სურვილის ასრულებას მაინც ეცდებიან.

    შეგახსენებთ, რომ 28 წლის ვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.

    გასულ სეზონში იოზუამ თავი 7 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები