კლოპი: "სალაჰის თამაში მსოფლიოზე კითხვის ნიშნის ქვეშაა"

27-05-2018, 01:59

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპულისთვის" ცუდად დაიწყო. შეხვედრის პირველ ტაიმში მომო სალაჰი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელის გასვლის შემდეგ, ინგლისელებმა ასპარეზი "რეალს" დაუთმეს და 3:1 დათმეს შეხვედრა.

როგორც ირკვევა, სალაჰის ტრავმა სერიოზულია და შესაძლოა მსოლფიო ჩემპიონატი გამოტოვოს. გავრცელებული ინფომრაციით, მედიკოსებს დადებითი პასუხის თქმა უჭირთ. 

"სალაჰის ტრავმა ძალიან სერიოზულია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ვერ გეტყვით რა სიტუაციაა ზუსტად, თუმცა კარგი არაფერი ხდება“, - განაცხადა კლოპმა. 

შეგახსენებთ, რომ მომომ ტრავმა რამოსთან ორთაბრძოლის დროს მიიღო. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით