5 ფაქტი, რომელსაც ფინალმა ნათელი მოჰფინა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

5 ფაქტი, რომელსაც ფინალმა ნათელი მოჰფინა

27-05-2018, 15:37

ორი აზრი არ არის იმაში, რომ ალბათ უკვე გეცოდინებათ ვინ გახდა ევროპის საუკეთესო კლუბი. სანახაობრივი ფინალი გამოდგა, როგორც კურიოზული, ასევე სენსაციური მომენტებით. გთავაზობთ იმ ხუთ ფაქტს, რომლებსაც ამ მატჩმა საბოლოოდ მოჰფინა ნათელი.

შესაძლოა ბევრი კარგი რამ გააკეთო მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ ყველა შენს  იმ ერთ, ან ორ შეცდომაზე საუბრობს, რომელიც დაუშვი.

დიახ. რა თქმა უნდა რომ არა კარიუსის უხეში შეცდომები, შესაძლოა სულ სხვა თამაში გვენახა. კლოპმა  ლორის კარიუსი პირველ ნომრად დააყენა. იანვრის შემდეგ მწვრთნელს მიგნოლეტი ფაქტიურად გადაავიწყდა და მთლიანად 24 წლის მეკარეს დაეყრდნო. ფინალში მან ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რისი გამოსწორებაც ვერ შეძლო. პირველი, როცა ბურთის თამაშში დროზე ადრე შეყვანა გადაწყვიტა, თუმცა ბენზემა მასთან ახლოს იდგა და ბურთს მიმართულება უმალვე შეუცვალა. ბურთი ბადეშია ანგარიში 51-ე წუთზე გაიხსნა. მართალია ბეილის მაკრატელასთან შესაძლოა უძლურიც იყო, თუმცა მესამე გოლის მომენტში, როცა უელსელმა შორიდან დაურტყა, მან ბურთს ხელში დაჭერა სცადა, თუმცა თავზე გადააფრინდა და კარში მაინც შევიდა. მიუხედავად რამდენიმე სასწაული სეივისა, იგი მაინც ყველაზე ცუდი მოთამაშე გახდა. მისმა შეცდომებმა კარგი მომენტები გადაფარა.

როცა გუნდი ინდივიდუალურ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ეს ზოგჯერ დამღუპველია.
მოჰამედ სალაჰი, ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც "ლივერპულში" სადებიუტო სეზონი ჩაატარა, თუმცა მაინც იმდენი მოახერხა, რომ მთელი გუნდი მასზე დამოკიდებული გახდა. მისი სისწრაფე, მონდომება, დარტყმა, ბრძოლა და კრეატიულობა კლოპს არ გამორჩენია და გუნდის ლიდერად დააყენა ეგვიპტელი. ფინალშიც რა თქმა უნდა მთელი იმედები მასზე იყო მიმათული, თუმცა 25-ე წუთზე სერხიო რამოსთან ერთად წაქცევის დროს მას ხელი ცუდად მოჰყვა, რამაც მხრის დაზიანება და მოედნის ადრე დატოვება გამოიწვია. შედეგი? რა თქმა უნდა ყველა მოხვდება ამას. როდესაც ფეხბურთელი, რომელზეც მთელი გუნდია აგებული მინდორს ტრავმის გამო ტოვებს, სტიმული კვდება და თამაში  რთულდება. სწორედ ასეთ სიტუაციაში მოხვდნენ ინგლისელები.

გუნდს თითოეულ პოზიციაზე ორი მოთამაშე უნდა ჰყავდეს.
სალაჰი დაიმტვრა. იურგენი კი საგონებელშია. მას არ ჰყავს მარჯვენა მხარეს სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც ეგვიპტელის გასვლის შემდეგ ფლანგს ღარიბულს არ გახდის. ამიტომაც მოუწია მცველი შემოყვანა და შეტევაში აქტიურობა ჩაკვდა. თუმცა "მერსისაიდელებს"  ფიქსირებული მარჯვენა მცველიც არ ჰყავთ, რაც ძალიან დიდ თავსატეხს ბადებს. კლოპმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ამაზე ბერვი უნდა იფიქროს.

ბეილი მეტია, ვიდრე სათადარიგო ფეხბურთელი!
თუ მისი ორი გოლი ჯერ კიდევ არ გინახავთ, მაშინ ბევრი დაგიკარგავთ. ფეხბურთელმა ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თუმცა ზიდანის ყურადღება მაინც ვერ მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდე ზიზუმ განაცხადა ბეილის ძირითდში დააყენებაზე, ბოლო წუთს გადაიფიქრა და კარიმ ბენზემა შეუშვა მოედანზე პირველი. მართალია ფრანგმა კარიუსი შეცდომისთვის დასაჯა, თუმცა უელსელმა, რომელმაც მოედანზე მხოლოდ 29 წუთი დაჰყო, ფაქტირუად შოკი დამართა მოწინააღდმეგეთ გუნდს. მისმა მოულოდნელმა მაკრატელამ რონალდუს გოლი დაგვავიწყა ბუფონის კარში, ხოლო  მესამე გოლმა(ბეილისთვის მეორემ შეხვედრაში) საბოლოო წერტილი დაუსვა ფინალს. გარეთის სისწრაფე, დარტყმა სიმაღლე და ტექნიკა ისეთი რამ არის, რაც საცოდაობაა სათადარიგო სკამისთვის, ამიტომაც აკეთებს ბეილი კომენტარებს "რეალიდან" წასვლასთან დაკავშირებით.

"რეალი" დაუნდობელია.
დიახ. ზოგის აზრით სამართლიანად, თუ უსამართლოდ, ამ გუნდმა ზედიზედ მესამედ შეძლო ჩემპიონთ ლიგის ტიტული დაცვა, რაც უპირობოდ რეკორდია. ესპანეთში განცდილი უიღბლობით მადრიდელებმა ისარგებლეს და მთელი ყურადღება ევროპულ ტურნირს მიაპყრეს, რამაც შედეგი გამოიღო. "ზოგი ჭირი მარგებელიაო". აი ასეთ სიტუაციაში იყო წელს "რეალი".

სალაჰის ტრავმა, კარიუსის შეცდომები და კიდევ ბერვი ინგლისელთა უიღბლობა, თუმცა ესპანელთა იღბალი. ფაქტია რეალი ევროპაში დომინირებს და ამაში ორი აზრი არ არის.













კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით