ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბეილი გამოარჩიეს

27-05-2018, 17:09

უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. წყაროს ცნობით, "რეალისა" და "ლივერპულის" შეხვედრაში უელსელი ფეხბურთელი გარეთ ბეილი გამოარჩიეს. 

აღსანიშნავია, რომ საფინალო შეხვედრაში მადრიდელთა შემტევი მეორე ტაიმში შევიდა და დუბლის გაფორმება შეძლო. ფაქტია, რომ მე-11 ნომერს "ლივერპულის" მეკარე კარიუსიც დაეხმარა, რომელიც მოწოდების სიმაღლზე ვერ იდგა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანურ-ინგლისური ჯახი 3:1 დასრულდა და "სამეფო კლუბმა" ზედიზედ მესამედ შეძლო ლიგის თასის დაუფლება. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით