დასაჯეთ რამოსი! ეგვიპტელებმა პეტიცია შეადგინეს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

დასაჯეთ რამოსი! ეგვიპტელებმა პეტიცია შეადგინეს

27-05-2018, 19:17

მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსისა და მუჰამედ სალაჰის დაჯახების შემდეგ ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმედ დაშავდა, რის გამოც სასწრაფოდ შესაცვლელი შეიქნა.

არსებობს საშიშროება იმისა, რომ მერსისაიდელთა ლიდერმა მსოფლიოს ჩემპიონატიც კი გამოტოვობს. ამ ფაქტმა კი იმდენად გააბრაზა ეგვიპტელი ქომაგების დიდი ნაწილი, რომ მათ პეტიციაც კი შეადგინეს ინტერნეტში.

ხსენებულ პეტიციაში წერია, რომ სერხიო რამოსმა განზრახ დაამტვრია მუჰამედ სალაჰი და გარდა ამისა, ის ასევე სხვა ფეხბურთელებზეც ცდილობდა ტრავმის მიყენებას. ამის გამო კი ქომაგები მის დასჯას ითხოვდნენ.

საინტერესოა, რომ ასეთი მცირე დროის მიუხედავად უკვე 160 ათასამდე ქომაგმა მოაწერა ხელი ამ პეტიციას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით