ვენგერი იაპონიაში მიდის

28-05-2018, 10:01

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შესაძლოა იაპონიაში გადავიდეს. წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი "ნაგოიას" გაწვრთნის.

როგორც ირკვევა, არსენი შემოთავაზებების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა იაპონელები სოლიდურ ანაზღაურებას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ 1995-1996 წლებში ვენგერი "ნაგოიას" ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ ვენგერმა 22 წლიანი ლონდონური კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულა და „მეთოფეების“ რიგებში აპსარეზი უნაი ემერის დაუთმო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით