კანი: "არ მესმის რატომ ტირიან ფეხბურთელები"

28-05-2018, 12:31

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ოლივერ კანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სალაჰისა და კარვახალის ტირილი მიუღებელი იყო.

„არ მესმის რატომ ტირიან ფეხბურთელები მოედანზე. ამის გაკეთება გასახდელშიც შეიძლება. უკვე წლებია ყველა სტადიონზე ტირის და ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა კანმა.

შეგახსენებთ, რომ სალაჰმა და კარვახალმა ტრავმები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღეს. მათი მსოლფიოზე მოხვედრის შანსი 50-50-ზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით