სალაჰი:"ძალიან მტკივნეული ღამე იყო"

28-05-2018, 14:45

რამდენიმე საათის წინ, მერსესაიდული "ლივერპულისა" და ეგვიპტის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, მოჰამედ სალაჰმა პრესასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებულ დაზიანებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"საკმაოდ მტკივნეული და რთული ღამე იყო. დამერწმუნეთ, ადვილი არაა ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა შემთხვევით მიღებული დაზიანების გამო ნაადრევად დატოვო".

"ჩემი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე, მაგრამ იმედს ვინარჩუნებ, რომ გამოვკეთდები და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს შევძლებ. უახლოეს ინფორმაციებს მაალევე მოგაწვდით", - განაცხადა სალაჰმა პრესასთან საუბრისას.

არაოფიციალური ინფორმაციით, მოს მოსაშუშებლად 16 კვირა დაჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არამხოლოდ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს, არამედ პრემიერ ლიგის საწყის ტურებსაც გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩი "ბლანკოსის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით