ბეილი:"ბევრი შემოთავაზებები მაქვს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბეილი:"ბევრი შემოთავაზებები მაქვს"

28-05-2018, 14:22

მადრიდის "რეალის" უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა ფინალის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და თავის მომავალს ნათელი მოჰფინა.

"იმედგაცრუებული ვიყავი სასტარტოში, რომ არ დავიწყე, მაგრამ საბოლოოდ იღბალი ჩემს მხარეს გადმოიხარა და თამაშის გმირადაც მაქცია".

"ვფიქრობ, რომ სასტარტოში თამაშს ვიმსახურებ და მწვრთნელის ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ მომწონს".

"ბევრი შემოთავაზებები მაქვს, რაც ძალიან მახარებს. ამ წინადადებებს ძალიან მალე ჩემს აგენტთან ერთად განვიხილავ და გეტყვით რომელ გუნდს დავუკავშირებ ჩემს კარიერას", - განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და "ლივერპულის" საფინალო მატჩი "ბლანკოსის" დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით