ეგვიპტელმა ადვოკატმა მილიარდი ევრო მოითხოვა

28-05-2018, 20:22

ფეხბურთის ქომაგებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ეპიზოდს, რომელშიც სერხიო რამოსისა და მუჰამედ სალაჰის დაჯახების შემდეგ ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმედ დაშავდა.

ეგვიპტელმა ქომაგებმა პეტიციაც კი შეადგინეს რამოსის დასასჯელად, რომელსაც უკვე 300 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. დღეს კი ეგვიპტელების მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

კერძოდ, ერთ-ერთმა ადვოკატმა სასამართლოში მოთხოვნა შეიტანა, რომლის მიხედვითაც იგი მადრიდელთა კაპიტნის დასჯასა და მილიარდი ევროს გადახდას ითხოვს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რამოსმა განზრახ დაამტვრია მუჰამედ სალაჰი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის გამო ვალდებულია მილიარდიანი ჯარიმა გადაიხადოს. ვნახოთ, რამდენად შეძლებს იგი სასამართლო დავის მოგებას.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით