ბეილი კარიუსს ამშვიდებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ბეილი კარიუსს ამშვიდებს

28-05-2018, 22:01

"ლივერპულის" მეკარემ ჩემპიონთ ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ერთ-ერთი გარეთ ბეილის დარტყმის დროს.

უელსელმა ფეხბურთელმა  24 წლის მეკარის მიმართულებით დამაშვიდებელი კომენტარი გაგზავნა:

"ვიცი როგორ სიტუაციაშიც არის ახლა ლორისი. ფეხბურთელს ყოველთვის აქვს აღმავალი და  დაღმავალი ეპიზოდები. ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ, ხან წარმატებით მივიპყრობთ ხალხის ყურადღებას, ხანაც უიღბლობით".

"მინდა მას ვუთხრა, რომ იგი ძალიან კარგი მეკარეა. მისსავე დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ მსგავსი გოლი უმაღლესი დონის მეკარეებისთვისაც მაქვს გატანილი და ის არავის ჩამოუვარდება", - განაცხადა ბეილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით