"მილანმა" ივან სტრინიჩი გაიფორმა

28-05-2018, 23:38

Football-Italia-ს ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" 30 წლის ივან სტრინიჩი შეიძინა. აღნიშნული ფაქტი ხორვატმა ფეხბურთელმა დაადასტურა.

"შემიძლია იმის თქმა, რომ "სამპდორიას" ფეხბურთელი აღარ ვარ. "შავ-წითლებთან“ 3-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი და გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შევუერთდები", - განაცხადა სტრინიჩმა.

ივანმა გასულ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა. აპენინზე ეს უკანასკნელი 2015 წელს მოხვდა, როდესაც "ნაპოლის" რიგებში ჩაირიცხა, თუმცა ნეაპოლიტანურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და "ლურჯ-რგოლიანებში" ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" უკვე გაიფორმა ესპანელი კარის დარაჯი პეპე რეინა და სტრინიჩის ტრანსფერი რიგით მეორეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით