"ლივერპულმა" ობლაკს დაადგა თვალი

28-05-2018, 23:18

მერსისაიდული "ლივერპული" აქტიურად არის დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა კიპერის, იან ობლაკის შეძენით.

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის გასულმა ფინალმა იურგენ კლოპი დაარწმუნა იმაში, რომ გუნდს ახალი მეკარე სჭირდება. სლოვენიელი კი მისი აზრით, იდეალურად მოერგება გუნდს.

წყაროს ცნობით, "წითლებმა" უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან ობლაკის თაობაზე და ისინი არც მეტი არც ნაკლები 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ მეკარის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ობლაკი "როხიბლანკოს" ღირსებას 2014 წლიდან იცავს და მისი შეძენა "ლივერპულის" გარდა ასევე მადრიდის "რეალსაც" სურს.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით