კლოპი: "ფაბინიოს ტრანსფერი გაგვაძლიერებს"

29-05-2018, 12:49

ბრტიტანული მედიის ინფორმაციით, ფაბინიო "მონაკოდან" ლივერპულში" გადავიდა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კუნძულელებთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 

როგორც ირკვევა, კლოპმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადა, რადგან გასულ თვებში აქტიურად იწერებოდა, რომ ფრანგები 24 წლის სამხრეთ ამერიკელს სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ შეელეოდნენ.

"რატომ შევიძინე ფაბინიო? ის საუკეთესო ადამიანია და ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდს მოერგეს. ბრაზილიელმა საკლუბო დონეზე ძალიან ბევრს მიაღწია და სანაკრებო კარიერაც იდეალური აქვს. ფაბინიო ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელია და "ლივერპულს" აუცილებლად სჭირდებოდა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.  

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო "რეალის" აკადემიის აღზდილია და 2012-2013 წლებში ესპანელთა რიგებში ირიცხებოდა, თუმცა 2014 წლიდან საფრანგეთში გადავიდა და კლუბის მაისურით 105 შეხვედრა ჩაატარა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით