"ბარსა" ლენგლეში 35 მილიონს იხდის » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსა" ლენგლეში 35 მილიონს იხდის

29-05-2018, 15:23

გავლენიან ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მომავალ სეზონში ანდალუსიური "სევილიას" ცენტრალური მცველი, კლემენ ლენგლე კატალონიის "ბარსელონაში" ითამაშებს.

წყაროს ცნობით, 22 წლის უკანახაზელის "ბლაუგრანაში" გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

ჯურნალისტები ირწმუნებიან, რომ კატალონიელთა სპორტული დირექტორი რობერტო ფერნანდესი ახალგაზრდა ფრანგის აგენტს უკვე ესაუბრა და კონტრაქტის პირობებზეც მარტივად შეუთანხმდა.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დამრიგებელი, ერნესტო ვალვერდე ცდილობს დაცვის ხაზი კიდევ უფრო გააძლიეროს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის წარმოჩენის შანსი მისცეს. პლიუს ამას შესაძლოა კატალონიური გრანდი სამუელ უმტიტიმ დატოვოს და აქედან გამომდინარე ლენგლეს ტრანსფერი აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის.

გავლენიანი "Cadena Cope"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "სავილიას" მცველი "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ცნობისთვის, "კამპ ნოუს" ბინადრებს კლემენ ლენგლე არც მეტი არც ნაკლები, 35 მილიონი ევრო უჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგმა გასულ სეზონში 54 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.



  • messi10
  • 29 მაისი 2018 15:23
vfikrob mouxdeba barsas

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით