"სევილიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"სევილიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

29-05-2018, 15:55

"სევილიას" მწვრთნელის პოსტზე "ჟირონას" აწ უკვე ყოფილი თავკაცი პაბლო მაჩინი დაინიშნა. ამ ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, 43 წლის სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც იცით, პაბლო მაჩინი სამწელიწადნახევარი "ჟირონას" საკმაოდ წარმატებულად წვრთნიდა. მისი თავკაცობის პერიოდში "თეთრ-წითლები" მათთვის საკმაოდ მაღალ საფეხურზე ავიდნენ და გასულ სეზონში მეათე ადგილზე გავიდნენ.

ასე და ამგვარად, "ნერვიონელების" ფანებს ისღა დარჩენიათ, რომ ახალი მწვრთნელის პირველ მატჩს დაელოდონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით