ექსკლუზივი: "იუვე" 9 ნომერს ეძებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ექსკლუზივი: "იუვე" 9 ნომერს ეძებს

29-05-2018, 20:56

მიუხედავად იმისა, რომ "ბიანკონერის" სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება გონსალო იგუაინიმ მიიღო, "იუვენტუსი" მის ლონდონის "ჩელსიში" გასხვისებაზე დიდ ყოყმანს მაინც არ აპირებს.

ტრანსფერის ღირებულება დაახოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს. გასულ სეზონში ბერვი იწერებოდა ამის შესახებ, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები არ შედგა.

ალვარო მორატას "ბებერი ქალბატონის" რიგებში დაბრუნება სურს, თუმცა იტალიის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელობას ესპანელის კვლავ "ალიანს სთედიუმზე" ხილვის სურვილი არ აქვს.

სამაგიეროდ ტურინელები მზად არიან მილანის "ინტერიდან" იკარდი გადმოიბირონ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მაურო ჩირო იმობილეს სერია ა-ს ბომბარდირთა ბრძოლაში დაეწია. ორვე მათგანს 29 გოლი მოუგროვდათ.

მიუხედავად სერია ა-ში ინდივიდუალური წარმატებისა, არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იკარდის გამოძახება არ მოისურვა მუნდიალზე. 

"ნეაძრის" ხელმძღვანელობა რა თქმა უნდა წინააღმდეგია ამის, თუმცა რას გადაწყვეტს ფეხბურთელი, ამას მალე გავიგებთ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით