ზიდანი "ატლეტიკოს" ფეხბურთელში 60 მილიონს იხდის

29-05-2018, 21:12

გავლენიანი "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის "რეალის" ფრანგი მთავარი მწვრთნელი "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველით, ხოსე მარია ხიმენესით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ზინედინი მზადაა "როხიბლანკოს" 23 წლის ურუგვაელ მცველში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს და მადრიდული გრანდის რიგები უფრო ოპტიმალური გახადოს.

შეგხსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი თითქმის ორი წელია ცდილობს "ინდიელების" ფეხბურთელის გადმობირებას, მაგრამ ეს სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ სურვილად დარჩა და ხოსე მარია ხიმენესი კვლავ "წითელ-თეთრების წევრია.

ცნობისთვის, წარმოშობით ურუგვაელი "ატლეტიკოში" 2013 წლიდან ასპარეზობს.


  • messi10
  • 29 მაისი 2018 21:12
es zidani dzaan mozgia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით