პიანიჩი: "ბარსა" თუ "რეალი"? » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პიანიჩი: "ბარსა" თუ "რეალი"?

29-05-2018, 22:27

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი, "ბებერი ქალბატონის" "ხერხემალი"ესპანური გიგანტების ყურადღების ქვეშ მოექცა.

"რეალში" ფეხბურთელების ასაკი გაზრდილია, ამიტომაც მათ სჭირდებათ ახალგაზრდა, ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები. ბოსნიელი კი აm გაგებით საუკეთესო ვარიანტია მადრიდული კლუბისთვის.

"წითელი ბროწეულები" მირალემს უკვე კარგა ხანია აკვირდებიან. მისი აზროვნება, პასების სიზუსტე, გახსნილობა, ჯარიმების შესრულება. ეს ყველაფერი ის არის, რაც "ბარსელონას"  მოსწონს და  ინიესტას შემცვლელად მათ პიანიჩი იდეალურ ვარიანტად  მიაჩნიათ.

ორივე კლუბი "ბიანკონერის" ხუთი ნომრისთვის მსუყე შემოთავაზებას ამზადებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით