"იუვემ" თვალი რომანიოლის დაადგა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"იუვემ" თვალი რომანიოლის დაადგა

29-05-2018, 17:44

"CalcioMarceto"-ს მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულში მაროკოელმა ცენტრალურმა მცველმა მეჰდი ბენატიამ დატოვოს და მის შემცვლელად ტურინელები "მილანის" ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, ალესიო რომანიოლის მოიაზრებენ.

წყაროს ცნობით, "ბიანკონერის" მესვეურები მზად არიან იტალიელი მცველის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა რამდენად იქნება "როსონერი" თანახმა დაცვის ერთ-ერთი ლიდერის დათმობაზე, უცნობია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბის მესვეურები ფინანსურ დარღვევებს გამოასწორებენ და მოსალოდნელ სანქციებს თავს აარიდებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის იტალიელი მცველი "მილანს" "რომადან" 2015 წელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ალესიომ შავ-წითელი მაისურით სულ 89 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით