ალაბა "რეალს" სურს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ალაბა "რეალს" სურს

30-05-2018, 10:10

Bild-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" დავიდ ალაბას შეძენას აპირებს. ესპანელები ფეხბურთელის მამასთან აქტიურ მოლაპარაკებებს გადიან და შესაძლოა ავსტრიელი მომავალი სეზონიდან „სამეფო კლუბში" ვიხილოთ. 

"ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილეა და ვფიქრობ მომავალ სეზონს "ბაიერნში" გავატარებ. ვიცი, რომ "რეალი" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მამაჩემთან, თუმცა ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ალაბამ. 

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა "რეკორდმაისტერთა" რიგებში 2009 წელს ჩაირიცხა. გასულ სეზონში ამ უკანასკნელმა 23 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით