"ლივერპულმა" თვალი სილესენს დაადგა

30-05-2018, 14:10

მერსისაიდული "ლივერპული" რომ ახალი მეკარის ძიებაშია, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ბრიტანული გუნდის რადარზე კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა.

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლივერპულელებმა თვალი კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელ კიპერ კასპერ სილესენს დაადგეს. როგორც ცნობილია, ინგლისელები 29 წლის მეკარის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

აქვე გეტყვით, რომ "ლივერპულს" სილესენის გარდა ასევე იან ობლაკის დამატებაც სურს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს გუნდი სწორედ ამ ორი მეკარიდან ერთ-ერთს აირჩევს.

შეგახსენებთ, რომ სილესენი "ბარსას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და იგი გუნდის მეორე მეკარეა.


  • tsandro
  • 30 მაისი 2018 14:10
წესით გამოადგებათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით