ვაინდენფელერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

31-05-2018, 12:10

დორტმუნდის "ბორუსიას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, რომან ვაინდენფელერმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 37 წლის მეკარემ "ყვითლების" რიგებში ბოლო სეზონი ითამაშა. 

აღსანიშნავია, რომ ვაინდენფელერი გერმანულ გრანდში 2002 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ კლუბის ღირსება 450 შეხვედრაში დაიცვა. ამ უკანსკნელმა "დორტმუნდის" რიგებში ორ-ორჯერ შეძლო ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და სუპერთასის მოგება. 

შეგახსენებთ, რომ რომანის სანაკრებო კარიერა საკლუბოსგან განსხვავებული იყო. ლიოვის ფორმაციის ეროვნულ გუნდში ვაინდენფელერმა 5 შეხვედრის ჩატარება შეძლო. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით