რა მნიშვნელობა აქვს სტერლინგის ტატუს?

30-05-2018, 23:30

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა ფეხზე ახალი ტატუ დაიხატა, რასაც ხალხში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი მას ციცნიკურად მოიხსენიაბდა, ზოგიც ისტორიებს თხზავდა. გთავაზობთ ფეხბურთელის კომენტარს თავის საქციელზე.

"ჩემს სვირინგს დიდი დატვირთვა აქვს. ამას ყველა ვერ გაიგებს.  ეს ჯერ კიდევ ნახევარია იმისა, რასაც ვაპირებ. მთლიან ისტორიას კი დასრულების შემდეგ მოგიყვებით".

"ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 2 წლის ასაკში მამა იარაღით მომიკლეს. ამის შემდეგ ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს გავეკარებოდი აღარც თოფს და აღარც ავტომატს", - განაცხადა სტერლინგმა.

ინგლისელმა შემტევმა იარაღის ტატუ 29 მაისს დაიხატა და პუბლიკამ ეს უმალვე შეამჩნია. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით