აგენტმა დაადასტურა: "ლევანდოვსკი გუნდს შეიცვლის"

31-05-2018, 13:42

რამდენიმე საათის წინ, მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავმა პრესასთან შემტევის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კლიენტს გუნდის გამოცვლა სურს.

"რობერტს კარიერაში ცვლილებები და ახალი გამოწვევები სჭირდება. მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმირებულია".

"ლევანდოვსკის ჯერ გუნდი არჩეული არ აქვს, მაგრამ მისთვის ფული ან რომელიმე გრანდის ფორმით თამაში არაფერს ნიშნავს. მას უბრალოდ ცვლილებები სჭირდება და მეტი არაფერი", - განაცხადა ზაჰავმა.

ცნობისთვის, 29 წლის პოლონელი "ბაიერნში" 2014 წელს დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ რობერტმა გერმანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 29 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით პოლონელით "ჩელსი", "მანჩესტერი", "პსჟ" და "რეალი" არიან დაინტერესებულნი.


  • messi10
  • 31 მაისი 2018 14:01
ლევანა ძაან კლასნი იგროკია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით