"რეალს" პოჩეტინო გაწვრთნის?

31-05-2018, 17:35

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ყველასთვის მოულოდნელად კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

"სამეფო კლუბის“ ბოსმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ფრანგის წასვლის შესახებ არაფერი იცოდა და გუნდში ამ მომენტში ცოტა არეულობაა. ესპანური მედიის ინფორმაციით, მომავალი წლიდან „თეთრებს“ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის. 

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინომ "ტოტენჰემთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ამ უკანასკნელს კლუბთან 2023 წლამდე დარჩენას ავალდებულებს. Marca-ს თქმით, მოვლენები, შესაძლოა, ელვის სისწრაფით შეიცვალოს. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით