კლოპმა თავისი სამიზნისთვის 150 მილიონი ევრო გაამზადა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კლოპმა თავისი სამიზნისთვის 150 მილიონი ევრო გაამზადა

1-06-2018, 12:59

"ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა 150 მილიონი ევრო გაამზადა, რათა ესპანეთის აწ უკვე მოქმედ ჩემპიონ "ბარსელონას" რიგებიდან "დორტმუნდის" საკუთრებაში მყოფი გარემარბი ოუსმან დემბელე შეიძინოს.

ჩემპიომთა ლიგსი ფინალისტმა ინგლისურმა კლუბმა უკვე განახორციელა პირველი ტრანსფერი. "მონაკოს" რიგებიდან მათ ფაბინიო წამოიყვანეს 44 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ბრაზილიელი ფეხბურთელი თავის ახალ კლუბს 1 ვილისს შეუერთდება.

თუმცა კლოპს არ აკმაყოფილებს ნახევარმცველების რაოდენობა და ვინგერის ყიდვაც სურს. საუკეთესო ვარიანტად კი დემბელეს მიიჩნევს.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში კლოპს დაახლოებით 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით