ვაისი: "ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია"

1-06-2018, 15:39

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე, მალტის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მატჩის დაწყებამდე, „ჯვაროსანთა“ ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. 

"ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, თუმცა, ხდება ხოლმე ფეხბურთში. ბევრი ტრავმირებულია, ამიტომ თამაშის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ შანსს ელოდებოდნენ. ვემზადებით ერთა ლიგის გათამაშებისთვის. წინა ამხანაგური თამაშების მსგავსად, როგორც იყო ლიტვასთან და ესტონეთთან, გვსურს, გავიმარჯვოთ და არ გავუშვათ გოლი. ვეცდებით, ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, წარმატებას მივაღწიოთ ამ შემადგენლობითაც, რადგან ამ ახალგაზრდებისთვის ეს ამხანაგური მატჩები კარგი შანსია", – განაცხადა სლოვაკმა მწვრთნელმა. 

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ახალწვეული ჩაკვეტაძე ვერ იასპარეზებს. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით