5 კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა ზიზუ ჩაანაცვლოს

1-06-2018, 15:44

ზინედინ ზინადმა მადრიდის "რეალი" დატოვა, რამაც გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. პერესი  ფრანგი სპეციალისტის შემცვლელის ძიებაშია. გთავაზობთ 5 ყველაზე რეალურ ვარიანტს.

არსენ ვინგერი. "არსენალის" ყოფილი მწვრთნელი. ინგლისურ კლუბს იგი 22 წელი წვრთნიდა, გასულ თვეში კი გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მოგებული აქვს 4 პრემიერ ლიგა და 9 თასი ინგლისში, საფრანგეთსა და იაპონიაში. ამჟამად იგი უმუშევარია.



ანტონიო კონტე. იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად ლონდონის "ჩელსის" წვრთნის. მისი ინგლისური მომავალი ეჭვ ქვეშაა, რადგან წარმატებული სეზონი ნამდვილად არ ჰქონია. მოგებული აქვს 4 ლიგის ტიტული "იუვენტუსსა" და თავის ამჟამინდელ კლუბში. გარდა ამისა წარმატებული სეზონები აქვს ჩატარებული იტალიიის მთავარი მწვრთნელის რანგშიც. საყვარელი მწვრთნელი "იუვენტინოებისთვის", რადგან მას უმადლიან "კალჩოპოლის" შემდეგ "ბებერი ქალბატონის" ფეხზე წამოყენებას.
გუტი. "რეალის" ახალგაზრდა გუნდის მთავარი მწვრთნელი. როგორც ფეხბურთელს მოგებული აქვს 5 ლა ლიგა და 3 ჩემპიონთა ლიგა.



მასიმილიანო ალეგრი. "იუვენტუსის" თავკაცი. იტალიელი სპცელიალისტი, რომელიც "ბიანკონერის" მწვრთნელად 4 წელია რაც არის და ყველა სეზონს წარმატებლად ატარებს, ყოველ შემთხვევაში იტალიაში მაინც. მოგებული აქვს 4 იტალიური დუბლი (სკუდეტო და იტალიის თასი). გარდა ამისა იტალიის სუპერ თასიც. თუმცა ევროპული ტიტული არ მოუპოვებია. თუ პერესმა მასიმლიოანოს კარი გაუღო, მაშინ დიდი ალბათობით მას მადრიდში ვიხილავთ.  

მაურიციო პოჩეტინიო. "ტოტენჰემის" თავკაცი, რომელსაც "რეალს" უკვე კარგა ხანია უკავშირებენ. მან "მამლებთან" ახალ კონტრაქტზე გასულ კვირას მოაწერა ხელი, თუმცა რას გადაწყვეტს შექმნილი სიტუაციიდან გამომგინარე მასზეა დამოკიდებული.

 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით