"ბარსა" ალკანტარას მიუბრუნდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ბარსა" ალკანტარას მიუბრუნდა

1-06-2018, 20:35

კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულად არის დაინტერესებული მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას შეძენით. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild იტყობინება.

წყაროს ცნობით, ესპანელებს ბავარიელთა ნახევარმცველი ანდრეს ინიესტას შემცვლელად ესახებათ. 33 წლის ვეტერანმა გასული სეზონის ბოლოს დატოვა "ბლაუგრანას" რიგები და ახლა მისი ადგილი ვაკანტურია.

როგორც ცნობილია, კატალონიელები ტიაგოს სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა სწორედ "ბარსას" აღზრდილია და "ბაიერნში" 2013 წელს სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით