საქართველო-მალტა: უგოლო პირველი ტაიმი

1-06-2018, 22:01

დასრულდა პირველი ნახევარი ავსტრიაში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანგურ შეხვედრაში მალტას უპირისპირდება.

პირველი 45 წუთი ვლადიმირ ვაისის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. განსაკუთრებით საბა ლობჟანიძე აქტიურობდა. მას ორი 100% მომენტიც ჰქონდა, თუმცა, გატანა ვერ მოახერხა.

ვლადიმირ ვაისმა  ძირითად შემადგენლობაში ეროვნული ნაკრების პრეტენდენტები დააყენა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს კომბინაციური თამაში უჭირდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით