საქართველო 1:0 მალტა

1-06-2018, 22:49

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ავსტრიაში, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ჩვენს ნაკრებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შევძელით და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მალტელებმა შედარებით აქტიურად დაიწყეს, რასაც 54-ე წუთზე ვაკო გვილიას გაძევებაც მოჰყვა. ამ წითელმა ბარათმა კიდევ უფრო ჩაკეტა მატჩი და თითქოს, შეხვედრა გატანილი გოლის გარეშეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა თამაშის ბოლოს ოთარ კიტეიშვილმა თანაგუნდელთან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და მეტოქე აიძულა, საჯარიმოში წესები დაერღვია. თერთმეტმეტრიანი დარტყმა კი გურამ კაშია ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში, 1:0 დააფიქსირა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით