მარადონა: "მესის ვურჩევ, რომ არაფერზე იფიქროს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მარადონა: "მესის ვურჩევ, რომ არაფერზე იფიქროს"

2-06-2018, 00:23

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ თავის თანამემამულე ლეო მესის საინტერესო რჩევა მისცა.

"ვფიქრობ, ლეოს არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი."

"მესის ვურჩევ, რომ უბრალოდ არაფერზე არ იდარდოს და დატკბეს თამაშით. მან კრიტიკოსებზე არ უნდა იფიქროს. მას თუ სურს მუნდიალზე წარმატებას მიაღწიოს, ეს უნდა გაითვალისწინოს." - აცხადებს მარადონა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 15 ივლისს დასრულდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით