უმტიტი: "არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ"

2-06-2018, 11:01

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, სამუელ უმტიტმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბლაუგრანადან“ წასვლა არ სურს. მისი თქმით, კლუბს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ გააგდებენ. 

"რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დარჩენა მინდა. კლუბთან ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემი გაშვება თუ მოუნდათ, მხოლოდ გაგდების შემთხვევაში წავალ. ვიცი, "ბარსას" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მჯერა, ორივე მხარე შევთანხმდებით“ -განაცხადა სამუელმა. 

შეგახსენებთ, უმტიტი ესპანურ გრანდში 2016 წელს ჩაირიცხა და კლუბის მაისური 50 შეხვედრაში მოირგო. კატალონიურ ვოიაჟამდე, ეს უკანასკნელი "ლიონის" ღირსებას იცავდა. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით