ფრანგებმა იტალია დამაჯერებლად დაამარცხეს

2-06-2018, 09:01

1 ივნისს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ აპენინელთა ახალ მწვრთნელს რობერტო მანჩინის ჯერჯერობით უჭირს იდეალური შემადგენლობის დაყენება. 

პირველ ტაიმში 3 გოლი გავიდა და ტაბლოზე ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დაფიქსირდა. მეორე ტაიმში ფრანგებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ 90 წუთი 3:1 დასრულდა. გეტყვით, რომ დეშანის შეგირდებიდან თავის უმტიტმა, გრიზმანმა და დემბელემ გამოიჩინეს, ხოლო პრესტიჟის გოლი ბონუჩის ანგარიშზეა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, ხოლო მანჩინი და იტალია მუნდიალს ტელევიზორიდან ადევნებენ თვალს. 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით