ფერგიუსონი მკურნალობას სახლში გააგრძელებს

2-06-2018, 17:59

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, თავის ტვინზე მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

ამ დრომდე იგი საავადმყოფოში მკურნალოობდა, დღეს კი მას მკურნალობის სახლში გაგრძელების უფლება მისცეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ შოტლანდიელი მწვრთნელის მდგომარეობა სტაბილურია.

"წითელი ეშმაკებისთვის" 76 წლის სპეციალისტი დღესაც საყვარელი ადამიანია. იგი ინგლისელებს 27 წლის განმავლობაში წვრთნიდა.მართალია ამჟამად პოსტი დატოვა, თუმცა კლუბიდან არ წასულა და მუშაობას როგორც ელჩი ისე განაგრძობს.

1986 - 2013 -ეს ის მონაკვეთია, როცა ფერგიუსონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბობოქარ გუნდს თავში ედგა და უამრავ ტიტულს აგებინებდა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით