რატომ ყოყმანობს ბეილი?

2-06-2018, 18:15

ყოველდღე უფრო რეალური ხდება ის, რომ მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელი გარეთ ბეილი დატოვებს. მსურველები რა თქმა უნდა მრავლად ჰყავს, თუმცა ყველაზე გამოკვეთილი მაურინიოს "იუნაიტედია"

"წითელი ეშმაკები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტს შეელიონ. მათ მხოლოდ ბეილის თანხმობა სჭირდებათ. 

მიუხედავად სურვილისა, გარეთი მაინც ყოყმანობს. ამის მიზეზი კი გულშემატკივრისთვის ცნობილი გახდა.

უელსელი ფეხბურთელი  კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს და მასთან გასაუბრებას ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ იგი მომავალ წელს გუნდისთვის საჭირო ფიგურა იქნება, რომელიც თამაშს სათადარიგოთა სკამიდან კი არა მწვანე მინდვრიდან დაიწყებს, მაშინ "სამეფო კლუბს" არ დატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაურინოსთან წავა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით