კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

2-06-2018, 18:52

ბუნდესლიგის ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად იურგენ კლოპი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამოკითხვაში 248 ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლივერპულის მწვრთნელმა ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზე მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილს ზინედინ ზიდანი და იუპ ჰაინკესი ინაწილებენ 10.9%-ით. 

შეგახსენებთ, კლოპი დორტმუნდის ბორუსიას წლების განმავლობაში წვრთნიდა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს სჩადიოდა. 2016 წელს იურგენმა მერსისაიდული გრანდი ჩაიბარა და მსოფლიოს გაოცებას დღემდე აგრძელებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით