გვარდიოლა: "ნაკრების გაწვრთნა მინდა"

2-06-2018, 21:49

ინგლისის პრემიერ ლიგის აწ უკვე მოქმედი ჩემპიონის "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ სანაკრებო კარიერაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც ნაკრებს წვრთნი და შემდეგ ევროპის ან მსოფლიო შემპიონატზე ბრძოლობ პირველობის მოსაპოვებლად. ეს ადგილია, სადაც ტრანსფერები არ არსებობს. ყველა თამაშობს გულით და არავინ აპირებს გუნდს ისე შეხედოს, რომ მომავალში იქ აღარ იქნება".

"თუმცა ეს ჩემი ახლო მომავლის პერსპერქტივად არ მიმაჩნია. პენსიაზე გასვლას ჯერ არ ვაპირებ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა  ვარ. როდესაც შესაბამისი
მომენტი დადგება, სიამოვნებით მივიღებ მოწვევას ნებისმიერი ნაკრებისგან", - განაცხადა გვარდიოლამ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პეპმასაკუთარ კლუბთან კონტრაქტი  3 წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021 წლამდე დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით