იგუაინმა მომავალზე ისაუბრა

3-06-2018, 12:01

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა აღნიშნა, რომ მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა. ტურინელებს სამხრეთ ამერიკელის გამოცვლა სურთ და ვარაუდობენ, რომ იკარდი თანამემამულეს იდეალურად შეცვლის. 

“მსოფლიო ჩემპიონატის წელიწადში სატრანსფერო ბაზრის განხილვა ძალიან რთულია. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ყველაფერს მსოფლიო ჩემპოიონატის შემდეგ ვნახავთ, თუმცა ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გონსალომ. 

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონები" "ინტერს" იკარდის სანაცვლოდ 50 მილიონსა და იგუაინს სთავაზობდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით