გრიზმანის ტრანსფერის გამო "ბარსა" შესაძლოა უმკაცრესად დაისაჯოს

3-06-2018, 17:56

კატალონიის "ბარსელონა" რომ დიდი ხანია ცდილობს მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერის, ანტუან გრიზმანის შეძენას ეს ამბავი არახალია. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გარვცელდა.

ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის დამატების შემთხვევაში შესაძლოა კატალონიურ გრანდს სერიოზული პრობლემები შეექმნას.

კერძოდ, ფიფას ოფიციალურ წესდებაში წერია: "ფეხბურთელს შეუძლია სხვა გუნდთან კონტრაქტის შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავისუფალი აგენტია, ან ამჟამინდელ გუნდთან ექვს თვეში გასდის კონტრაქტს ვადა."

უკანასკნელი ცნობებით კი გრიზმანმა "ბარსასთან" უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები. არადა ფრანგ ფორვარდს "როხიბლანკოსთან" 2022 წელს გასდის კონტრაქტი. შესაბამისად, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში არსებობს დიდი საშიშროება იმისა, რომ "ბლაუგრანა" მკაცრად დაისაჯოს და მომავალი 5 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ვერ შეძლოს ახალი ფეხბურთელების დამატება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით