ჩაკვეტაძე ლუქსემბურგთანაც ვერ ითამაშებს

3-06-2018, 16:02

5 ივნისს გაიმართება ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. მატჩამდე ორი დღით ადრე ჩვენი ნაკრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ცნობილია, მომავალ დაპირისპირებაში ვლადიმერ ვაისის გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ვერ დაეხმარება. მას ტრავმა აწუხებს.

19 წლის ნახევარმცველმა ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურებში საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ერთი თვის გამოტოვება მოუწია და ვარაუდობდნენ, რომ ის ამხანაგური შეხვედრებისთვის მზად იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მალტასთან გამართული ამხანაგური მატჩიც გამოტოვა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვა.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით