"რეალმა" რონალდო 200 მილიონ ევროდ დააფასა

3-06-2018, 18:05

ბოლო დროს ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ შესაძლოა კლუბი დატოვოს. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ცნობით, "სამეფო კლუბი" უკვე შეეგუა იმას, რომ პორტუგალიელი მიმდინარე ზაფხულს კლუბს გამოიცვლის და შესაბამისად, მას ფასიც დაადო.

წყაროს ცნობით, მსურველებს 33 წლის თავდამსხმელის დამატება 200 მილიონ ევროდ შეეძლებათ. როგორც ცნობილია, პერესი ამ თანხაზე ნაკლებად არ აპირებს მის გაყიდვას.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს შეძენა ყველაზე მეტად ფრანგულ "პსჟსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" სურთ.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით