ზინედინ ზიდანი მსოფლიო გრანდში იმუშავებს

3-06-2018, 19:00

მადრიდის "რეალის" დატოვების შემდგომ აქტიურად მიდის საუბრები ზინედინ ზიდანის სავარაუდო მომავალთან დაკავშირებით. დღეს კი მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანული გამოცემა SUN-ის ცნობით, ფრანგი სპეციალისტის გადაბირებით აქტიურად არის დაინტერესებული ლონდონის "ჩელსი".

როგორც ცნობილია, "არისტოკრატები" უკმაყოფილო არიან ანტონიო კონტეს მიერ ნაჩვენები შედეგებით და მის დათხოვნას აპირებენ. ლონდონში კი იტალიელის შემცვლელად სწორედ ზიზუ ესახებათ.

თავად ფრანგის განცხადებით ის არ აპირებს მომავალი ერთი წლის მანძილზე კარიერის განახლებას, თუმცა არ არის გამორიცხული ერთი წლის შემდეგ სწორედ ლონდონური კლუბი ჩაიბაროს.



  • tsandro
  • 3 ივნისი 2018 19:02
იმედია არ წავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით