კლოპი თანახმაა თუ პერესი 2 სურვილს აუსრულებს

3-06-2018, 22:11

Marca-ს ინფორმაციით, "ლივერპულის" ხელმძღვანელი იურგენ კლოპი, პერესის წინადადებას დასთანხმდა და მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გახდება, თუ ესპანელები მის ორ თხოვნას შეასრულებენ. 

როგორც ირკვევა, გერმანელ სპეციალისტს "სამეფო კლუბში" მომო სალაჰისა და დე ხეას ხილვა სურს. აღსანიშნავია, რომ ფლორენტინო ამ დრომდე "ტოტენჰემის" თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს, „თეთრების“ მწვრთნელობას სთავაზობდა, თუმცა არგენტინელმა მოსაფიქრებლად 5 დღე ითხოვა. 

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" ზინედინ ზიდანმა 2018 წლის 31 მაისს დატოვა და მას შემდეგ, „ბერნაბეუს“ ბინადრები მესაჭის გარეშე არიან. 


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით